ქართველ კომპოზიტორთა საფორტეპიანო კონცერტები
01.06.2019
1 ივნისის საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის საკონცერტო დარბაზში გაიმართა მუსიკალური ხელოვნების ცენტრის კონცერტი, სადაც შესრულდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის.
კონცერტი მიეძღვნა „მერი დავითაშვილის სახელობის საბავშვო და მოზარდთა მუსიკის 48-ე კვირეულის“ გახსნას.
მონაწილეობდნენ: მუსიკალური ხელოვნების ცენტრის მოსწავლეები,
სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი - რევაზ ჯავახიშვილი.