რუმინელ მუსიკოსთა კამერული კონცერტი
17.04.2019
საქართველოსა და რუმინეთს შორის მეგობრული ურთიერთობის გამყარების მიზნით, საქართველოს სამეფო სახლის ეგიდითა და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მხარდაჭერით გაიმართა რუმინელ მუსიკოსთა კამერული კონცერტი.
კონცერტს ესწრებოდა რუმინეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ბატონი რადუ ლივიუ ჰორუმბა.
საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, ბატონიშვილი ნუგზარის მხრიდან რუმინელ მუსიკოსებსა და დელეგაციის წევრებს მადლობის სიგელები გადაეცათ.