30.01.2018
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის მიერ ჩატარდა სანოტო კრებულისა და დისკის „15 აფხაზური სიმღერა“ პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოსა და აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწე სვეტლანა ქეცბას ხსოვნას.
პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ: აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი ბიძინა (გუნია), მიტროპოლიტი დანიელი, მუსიკოლოგიის დოქტორი, სანოტო კრებულის რედაქტორი ნინო კალანდაძე-მახარაძე, საქართვლოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე გიორგი შავერზაშვილი, საქართველოს მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე მანანა ახმეტელი, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "აფხაზეთის" სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია, ანსამბლი "აფხაზეთი".