საფორტეპიანო მუსიკის საღამო „საახალწლო შეხვედრა“
27.12.2019
27 დეკემბერს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის სარკეებიან დარბაზში გაიმართა საფორტეპიანო მუსიკის საღამო „საახალწლო შეხვედრა“.
მონაწილეობდნენ:
ჰოვანეს მანუკიანი - კომპოზიტორი და პიანისტი (სომხეთი),
გიორგი შავერზაშვილი - კომპოზიტორი და პიანისტი,
გიორგი კურტანიძე - დასარტყამი ინსტრუმენტები.
შესრულდა ჰოვანეს მანუკიანის და გიორგი შავერზაშვილის საფორტეპიანო ნაწარმოებები, ჯაზური კომპოზიციები, გაიმართა ჯემ-სეიშენი.