11-13.05.2019
11-დან 13 მაისის ჩათვლით ქ. თელავის ნიკო სულხანიშვილის სახ. სამუსიკო სასწავლებელში ჩატარდა "შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკოსთა კონკურსი".
კონკურსში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა სამუსიკო და სახელოვნებო სასწავლებლების მოსწავლეებმა და სტუდენტებმა საფორტეპიანო, ვოკალური, საორკესტრო, საგუნდო, ხალხური და საესტრადო განყოფილებებიდან.
11 მაისს კონკურსის ფარგლებში თელავის ვაჟა-ფშაველას სახ. სახახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა კომპოზიტორების - ვაჟა აზარაშვილის და კახა ცაბაძის შემოქმედებითი საღამო, რომელიც შალვა დავითაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.
13 მაისს გაიმართა გამარჯვებულთა გალა კონცერტი და დაჯილდოება. კონკურსში გამარჯვებულები, ასევე, მიწვეულნი არიან თბილისში, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში, „მერი დავითაშვილის სახელობის საბავშვო და მოზარდთა მუსიკის 48-ე კვირეულში“ მონაწილეობისათვის.
კონკურსის ორგანიზატორია „შალვა დავითაშვილის საზოგადოება“.
კონკურსი ჩატარდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, ნ. სულხანიშვილის სახ. სამუსიკო სასწავლებლისა და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მხარდაჭერით.