30.11.-08.12.2018
30 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის სარკეებიან დარბაზში განხორციელდა ექსპერიმენტული მულტიმედიური პროექტი «სიმფონია-გამოფენა „ხმა“».
„სიმფონია-გამოფენა“ 6 ინსტალაციისგან შედგება, რომელთაგან თითოეული ადამიანის ცხოვრებაში არსებულ გარდაუვალ, მატერიალურ, თუ არამატერიალურ მოვლენებთანაა დაკავშირებული.
მსმენელ-დამთვალიერებლებს სეანსების მსვლელობისას შესაძლებლობა ეძლეოდათ გაცნობოდნენ სივრცეში განლაგებულ ინსტალაციებს და, სურვილისამებრ, თავად ჩართულიყვნენ პერფორმანსის შემოქმედებით პროცესში.
პროექტი წარმოდგენილია თანამედროვე პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარების ცენტრის მიერ.
ავტორი - კომპოზიტორი ეკა ჭაბაშვილი,
გიდი-პერფორმერი - ნინო ჟვანია,
ტექნიკური უზრუნველყოფა - ზაალ აზმაიფარაშვილი.
პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შპს “კაპიტალგეო” და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი.