თანამედროვე სომხური მუსიკის დღეები საქართველოში
10-11.12.2017
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირმა და სომხეთის კომპოზიტორთა კავშირმა ერთობლივად ჩაატარეს „თანამედროვე სომხური მუსიკის დღეები საქართველოში“.
გაიმართა კონცერტები და შეხვედრები სომეხ კომპოზიტორებთან:
10.12.2017 - თბილისის არამ ხაჩატურიანის სახ. ხელოვნების სკოლა №10;
11.12.2017 - საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის სარკეებიანი დარბაზი.
შესრულდა სომეხ კომპოზიტორთა კამერული ნაწარმოებები.
შემსრულებლები - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, თბილისის „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეები.