10.03., 17.03., 23.03.2019
ჯ. კახიძის სახ. თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართა კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტები.
შესრულდა ვახტანგ კახიძის მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილი სიმფონიური, კამერული და საგუნდო-ვოკალური ნაწარმოებები.
10 მარტი - სიმფონიური მუსიკის კონცერტი.
17 მარტი - კამერული მუსიკის კონცერტი.
23 მარტი - საგუნდო-ვოკალური მუსიკის კონცერტი.
მონაწილეობდნენ:
თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ანსამბლი „რუსთავი“, ბიჭუნათა ვოკალური ანსამბლი „მძლევარი“;
სოლისტები - გიორგი ხარაძე, გიორგი ხაინდრავა, გიორგი კოვალევი, ნუცა ზაქაიძე, გიორგი ალექსანდრია, ბადრი ჩიხიაშვილი, ქეთევან ქართველიშვილი, ბარბარე რუსიძე, დავით გველესიანი, გიორგი მგელაძე, მერაბ სამყურაშვილი.
დირიჟორი, ვოკალი და ფორტეპიანო - ვახტანგ კახიძე.