- ინფორმაცია
ლევან თაქთაქიშვილი
(15.04.1949, თბილისი), კომპოზიტორი.
განათლება:
დაამთავრა: 1974 თსკ, პედაგ. ა. ბალანჩივაძე (კომპოზიც.). 1974-84 გორის, რუსთავის, თბ. მუს. სასწ., პედაგ. (მუს. თეორ. საგნ.). პარალელ. 1981-84 რუსთავის თოჯინების თეატრის მუს. განყ. ხელმძღვ. 1982-83 მცხეთის სასულიერო სემინარიის გალობის პედაგ., სამთავროს ეკლესიის მგალობელთა რეგენტი. 2007-დან სამების საკათედრო ტაძრის რეგენტი. კომპოზ. კავშ. წევრი.
ჯილდოები:
ი. გოგებაშვილის პრემ. (ბავშვთა კაპელისათვის "დედა ენა" 1991).
თხზულებები:
კამერ.-ინსტრ., კამერ.-ვოკ., საბავშვ. მიუზიკლ.: "მეგობრები" (1981), "მუცელა", "გულკეთილი თოჯინა" (1982), "ტყის კომედია" (1986), "იავნანამ რა ჰქმნა" (1989), "ტრაბახა ყვინჩილა" (2005); საორკ.: სიმფ. კამერ ორკ-თვის (1974), "კარიკატურა" კამერ. ორკ-თვის (1972); კონც. ფ-ნოსთვის (1973); კამერ.-ინსტრ.: საფ-ნო ვარიაციები, საფ-ნო პოემა. სასულე კვინტეტი (1976); ვოკ. ინსტრ.: ციკლები: "ვედრება" ქალის ხმისა და ფ-ნოსთვის 3 ნაწ. (1977); "ვედრება" ორი როიალი, ფლეიტა, ვიოლ., ალტი, ვლნჩ და ქალთა გუნდი, ვოკ. ტრიპტიქი "აღსარება" ხმისა და ფ-ნოსთვის (2017); გუნდ. a cappella მათ შორის: საგუნდო კანტატა "გოლგოთა" (3 ნაწ. 1981), საგუნდი პოემა "გოგოვ, გოგოვ, შავთვალაო" (1986), "მემუარები" ქალთა კაპელისათვის 4. ნაწ. (1976), პოემა ქალთა გუნდისათვის "თუშური ჩანატირი" (1980), ციკლი "წუთისოფელი ხანმოკლე" (ტექსტი ფუძიკავა კიოსუკე). საბავშვ. საგუნდო ციკლები a cappella 3 ნაწ.: "ფრესკები" (1987), "დედა ენა" (1991. ლ. ნუცუბიძის ლექსებზე), "იშრიალე დიდო ვერხვო", "მგზავრული" (ორივე 1991, ა. კალანდაძის ლექსებზე); მრ. საბავშვო სიმღ., მათ შორის: "პაწაწინა რტო ვარ", "მასწავლებელი", "ოდა საქართველოს", "ახალგაზრდული მგზავრული" და სხვ.; სიმღ. მამაკაცთა ანს.-თვის: "ელისო ბოლქვაძეს", "მახარე", "საქართველო", "მწყემსის სიმღერა", "სატრფიალო", "არაგველები", "ჰიმნი გორს", "სამრეკლო", "მშენებელს" და სხვ. საეკლესიო კვერექსები და საგალობლები (1976-2010).
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.